ალექსანდრე ზაგაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა

01/04/2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ჩეხეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროგრამების შეფასებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის განვითარების პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგებზე, მდგრადობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ალექსანდრე ზაგაშვილმა აქცენტი გააკეთა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0