ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

14/06/2019

აბაშაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანობაში 20-მდე მრავალსართულიანი ბინის დაზიანებული ფასადები აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო, შემდეგ კი იქვე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული. ალექსანდრე მოწერელიამ აბაშაში ტროტუარების რეაბილიტაციის პროეტიც დაათვალიერა. მოუწესრიგებელი ტროტუარების გამო აქამდე ქვეითებს გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე უწევდათ. პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ აბაშაში საავტომობილო გზის ორივე მხარეს 1600 მეტრზე ტროტუარების მოწყობა, რომლის სიგანეც 3 მეტრი იქნება, აქვე მოხდება ველობილიკის მოწყობაც. ამასთან ერთად ეწყობა ეზოში შესასვლელები, პროექტის ღირებულება 700 ათას ლარამდეა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0