ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროს და წამყვან მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გეგა შენგელია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.
ალექსანდრე მოწერელიამ პედაგოგებს წარმატება მიულოცა და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მასწავლებლებმა გუბერნატორს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვითარება და მიღწეულ პროგრესი გააცნეს. სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი სულ 153 უფროს და 2 წამყვან მასწავლებელს გადაეცა.

Visited 149 times, 1 visit(s) today