ალექსანდრე მოწერელია აბაშის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

14/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აბაშის მერთან ერთად რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია ადგილობრივებისგან მიიღო. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები სოფელ კვათანაში, ზანათში და თავისუფლების ქუჩაზე გამართა. ალექსანდრე მოწერელიამ სოფელ კვათანაში ყოფნის დროს, “აწარმოე საქართველოს” მცირე საგრანტო პროექტით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მეწარმეს სათბურში ბოსტნეული მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გაცნობას უშუალოდ მოსახლეობისგან ახდენს. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, მან შეხვედრები უკვე გამართა მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0