სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის აგრონომებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აგრონომებს თხილის დაცვის და ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა გააცნო და მათ აქტიური ჩართულობა სთხოვა. შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ სანერგე მეურნეობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში პირველ ეტაპზე მარტვილში მოხდება სანერგე მეურნეობის მოწყობა, სადაც ძირითადად ვაზის მეგრული ჯიშების აღდგენაზე მოხდება.
დღეს გამართულ შეხვედრაზე აგრონომებმა სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტების გადამზადებასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც სახელმწიფო რწმუნებული მათ დახმარებას დაპირდა.