ალექსანდრე მოწერელია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და ამავე უწყების დევნილთა დეპარტამენტის წარმოამდგენლებს შეხვდა.
ვახტანგ ყოლბაიამ, სახელმწიფო რწმუნებულს, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის ახალი წარმომადგენელი, რევაზ ქობალია წარუდგინა. რევაზ ქობალიამ, ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე ჩაანაცვლა. წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს სახელმწიფო რწუნებულმა წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე, ალექსანდრე მოწერელიამ და ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა ჩასახლებებში არსებული საჭიროებები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს ენგურის ხიდის ჩაკეტვის შედეგად მოქალაქეებისთვის წარმოქნილ პრობლემებზე. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდარზე, ასევე დაიგეგმა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა უფასო სამედიცინო შემოწმებების აქციების ერთობლივად ჩატარება.

Visited 96 times, 1 visit(s) today