ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში მოღვაწე არქიტექტორებს, ინჟინრებს და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში მოღვაწე არქიტექტორებს, ინჟინრებს და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე, დარგის სპეციალისტებმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებზე, ქალაქის იერსახის მდგომარეობასა და არქიტექტურულ შეუსაბამობაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, საჭიროა შეიქმნას პროფესიონალებით დაკომპლექტებული მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც სივრცით მოწყობასა და დაგეგმარებაზე იმუშავებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.
ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულმა მოიწონა და მზაობა გამოთქვა სივრცითი დაგეგმარებისა და მრჩეველთა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ალექსანდრე მოწრელიამ, არქიტექტორებსა და მშენებლებს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების და განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა სთხოვა.

Visited 106 times, 1 visit(s) today