ალექსანდრე მოწერელია, მარიუპოლის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და აპარატის უფროსი ლევან წულაია დაესწრნენ. მემორანდუმის ხელმოწერა საფუძველს ჩაუყრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებას და შემდგომ განვითარებას. მხარეები გაიზიარებენ გამოცდილებას და ითანამშრომლებენ იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში მიღებული წარმატებული მაგალითების დასანერგად და განსახორციელებლად საქართველოსა და უკრაინაში.

Visited 94 times, 1 visit(s) today