ალექსანდრე მოწერელია რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. მუჟავის მკვიდრმა ახალგაზრდებმა სოფლის ეკონომიკური დონის ასამაღლებლად ინდივიდუალურად დამუშავებული კონცეფცია წარმოადგინეს. მათი თქმით, რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება. როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია მოძველებული ნაგებობების რეაბილიტაცია და მათი ფუნქციურად დატვირთვა. გუბერნატორმა ახალგაზრდებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა. ალექსანდრე მოწერელია ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

Visited 182 times, 1 visit(s) today