ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად, მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები მიმოიხილა და სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარტვილის ტურიზმის პოტენციალის მეტად გამოყენებას და კურორტ ლებარდეს განვითარებას. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები უკვე გამართა წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის სოფლებში მოსახლეობას შეხვდება და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.

Visited 72 times, 1 visit(s) today