ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს

13/06/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად, მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მან აბაშის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები მიმოიხილა და სოფლებში საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საკითხებს პირადად გაეცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები უკვე გამართა წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული აბაშის სოფლებში მოსახლეობას შეხვდება და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0