ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრაზე 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, სახელმწიფო რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო პროექტების მიმდინარეობის შესახებ. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, როგორც გასულ წელს ასევე 2020 წელს პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა ხარისხს და სამუშაოების დროულად შესრულებას, რათა მოქალაქეებს არსებული პრობლემები და საჭიროებები დროულად გადაეჭრათ. მერებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რომლებმაც საკურატორო სფეროების მიხედვით, 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი საკითხები მიმოიხილეს.

Visited 43 times, 1 visit(s) today