ალექსანდრე მოწერელია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულთან გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ალექსანდრე მოწერელიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზადაა სამომავლოდაც გამართოს მათთან სამუშაო შეხვედრები.

Visited 86 times, 1 visit(s) today