ალექსანდრე მოწერელია, სენაკში, აბაშაში და მარტვილში საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სენაკში, აბაშაში და მარტვილში საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა. მან ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.აბაშის მუნიციპალიტეტში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდება, რომლის პროექტიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ წარმოადგინა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი ოთარ დანელია,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 100 times, 1 visit(s) today