ალექსანდრე მოწერელია სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა

31/03/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ხობის მერთან ერთად სოფელ ძველ ხიბულაში, პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი “ქართუ“ ახორციელებს. მემორიალურ სახლ-მუზეუმთან ერთად ფონდი “ქართუ“ ძველ ხიბულაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, მუზეუმის გვერდით შენდება წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი. ტერიტორიაზე ასევე აშენდება სამრევლო სკოლა და სამრეკლო, მოეწყობა სკვერი. სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც ეს პროექტიც „ქართუმ“ განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0