ალექსანდრე მოწერელია ფოთში, საპატრიარქოსთან არსებულ ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ სტუმრობდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთში, საპატრიარქოსთან არსებულ ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ სტუმრობდა. სახელმწიფო რწმუნებული უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორებს, რექტორთან მეუფე გრიგოლთან ერთად შეხვდა. სასწავლებელში ლექციებს პროფესორები მსოფლიოს სხვადახვა ცნობილი უნივერსიტეტებიდან სტუმრობენ. ამჯერად ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ გერმანიის კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიტერი და იტალიის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი სტუმრობენ. მათი ლექციების მოსასმენად სტუდენტები სხვადასხვა სასწავლებლებიდან ჩამოდიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს ბაკალავრიატის („თეოლოგია“), მაგისტრატურისა („ქრისტიანული ფილოსოფია“) და დოქტორანტურის („ქრისტიანული ფილოსოფია“) საგანმანათლებლო პროგრამებს.

Visited 114 times, 1 visit(s) today