ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლებსა და სკოლების პედაგოგებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გუბერნატორმა პედაგოგებს რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ ბაღებსა და სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ითხოვეს. ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ სკოლამდელი ასაკისა მოზარდებისა და სკოლის მოსწავლეების განვითარების ხელშეწყობა მისი პრიორიტეტია.

“პედაგოგიური საქმიანობა, პასუხისმგებლობასთან ერთად, მეტად შრომატევადია და მინდა გაგიზიაროთ, რომ ვაფასებ თქვენ ღვაწლს. ერთობლივი შრომით ჩვენ შევძლებთ, რომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები აღვუზარდოთ ქვეყანას.“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

პედაგოგებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი გულორდავამაც მიმართა და განათლების სფეროში, ჩხოროწყუში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

Visited 171 times, 1 visit(s) today