ალექსანდრე რევია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საბჭოს აპარატის კოორდინირებით შექმნილი „კატასტროფების რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გათვალისწინებული ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხები.
ყურადღება გამახვილდა სტიქიით გამოწვეული ზარალის შეფასებისა და კრიზისების მართვის ეკონომიკური მექანიზმების კუთხით ევროპული და კონკრეტულად ჩეხური გამოცდილების გაზიარების საკითხებზე, ასევე ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან შესაძლო კოოპერაციის მიმართულებებზე.
საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებზე საქართველოსთან ერთობლივ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანი იან ჩერნიკი, ჩეხეთის განვითარების პროექტების კოორდინატორი სოფია ქამუშაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი დავით დარსაველიძე.

Visited 1,270 times, 1 visit(s) today