ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

16/11/2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მერმა თითოეულ სოფელში მიმდინარე პრობლემების შესახებ წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მოისმინა.
„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი გასაჭირის გულთან მიტანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების პრობლემები დროულად გადაიჭრას.“-განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მან ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0