ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

23/06/2017

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აღინიშნა რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობის წინაპირობაა.
საქართველოს ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტს საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0