ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს ხვდება

07/06/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს ხვდება და ამით იწყება დიალოგი სტუდენტებთან. მინისტრის განცხადებით, ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა, იგი მზად არის ხშირად შეხვდეს სტუდენტებს, მოუსმინოს მათ და ერთად იმსჯელონ პრობლემატურ საკითხზე. ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე გეგმავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0