ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ის განათლების მდივანს შეხვდა

25/04/2017

ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აშშ-ის განათლების მდივანს ბეტსი დევოსს შეხვდნენ. განათლების მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა, შესაბამისად, ალექსანდრე ჯეჯელავამ მას მთავრობის მიერ განათლებისა და მეცნიერების სფეროში დაგეგმილი ის რეფორმები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აღნიშნული სფეროების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას. მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0