ალექსანდრე ჯეჯელავა ახლადრეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა

03/10/2017

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კავთისხევის 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკითა არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ, წლის ბოლომდე, სრული რეაბილიტაცია 54 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. 2019 წლისთვის კი, მხოლოდ ათასწლეულის ფონდის მიერ, სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სულ 100 სკოლა იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0