ალექსანდრე ჯეჯელავა მშობელთა კლუბების წევრ, აქტიურ მშობლებს შეხვდა და დედის დღე მიულოცა

03/03/2017

ალექსანდრე ჯეჯელავა მშობელთა კლუბების წევრ, აქტიურ მშობლებს შეხვდა და დედის დღე მიულოცა. მინისტრის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო. პერიოდულად იმართება მშობლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრები, სადაც მათ საშუალება აქვთ ისაუბრონ სასკოლო ცხოვრების როგორც დადებით ისე, პრობლემურ საკითხებზე, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, მიიღონ ინფორმაცია ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0