ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია

18/05/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
ვიზიტისას ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების გაცვლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მიზნით და მათთვის სტიპენდიების გამოყოფის საკითხს, ასევე, სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლიც იმუშავებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აგრეთვე მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა სომხეთის განათლების და მეცნიერების მინისტრთან ლევონ მკირტიჩიანთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0