ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა სამარშუტო ტაქსის მძღოლის ვალდებულებაა

15/07/2016

ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა სამარშუტო ტაქსის მძღოლის ვალდებულებაა, – ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დიღომში, სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გაფიცვას. თბილისის მერის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსი“ კერძო კომპანიაა, რომელიც თავად არეგულირებს მძღოლებთან ურთიერთობას, თუმცა ნარმანაის თქმით, ხაზგასასმელია, რომ უკმაყოფილება და ინციდენტი მძღოლის ალკოჰოლის ტესტზე შემოწმებას მოყვა. ნარმანიას აზრით, ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა მძღოლის ვალდებულებაა და შესაბამისად, ტესტი ყველამ უნდა გაიაროს.

„ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დარეგულირდა. მომდევნო კვირას კიდევ გაიმართება შეხვედრა კერძო კომპანიასა და მძღოლებს შორის. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, როგორც მესამე მხარე, მოლაპარაკებაში ჩართულია“, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0