ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის სოფელ მექვენის მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერდა

22/12/2017

ქუთაისი ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის სოფელ მექვენის მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათი ორგანიზებით, შესაბამისმა ორგანიზაციამ ოპერატიულად უზრუნველყო მძიმე ტექნიკის მობილიზება. ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0