ალ. ჩხაიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება

22/09/2017

ბონის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება 19 ქუჩის კეთილმოწყობა, სრულად გამოიცვლება წყალარინების სისტემა და დაიგება ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე სამუშაოები ალ. ჩხაიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება სრულდება. საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის გამოცვლის შემდეგ, მოასფალტება სხვა ქუჩებზეც განხორციელდება. სამუშაოები 2018 წლის ივნისამდე დასრულდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 3 954 444 ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0