“ამბასადორიალი 2017“-ის ფარგელბში საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს

19/07/2017

თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში რიგით მეორე პანელი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს დაეთმო.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელძღვანელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. სამუშაო პანელს მოდერაციას უწევდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებთან ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა მცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და ქართველ დიპლომატებს გააცნო ის ფუნდამენტური ამოცანები, რომელთა განხორციელება აქვს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ვრცლად მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა “ღია მმართველობის პარტნიორობის” საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხებსა დ პრიორიტეტებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე. მინისტრი ვრცლად შეეხო სასამართლო რეფორმის პროცესს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა გატარებული უპრეცედენტო რეფორმები ემსახურება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარებას და ამ მხრივ ხელშესახები შდეგები უკვე არსებობს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისათვის, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელმაც ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება უზრუნველყო.
19 ივლისს „ამბაადორიალი 2017“ სამუშაო სესიების ფარგლებში გაგრძელდება. მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0