ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს წესი-ურავის საავტომობილო გზის სამუშაოები

17/10/2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს წესი-ურავის საავტომობილო გზის სამუშაოები. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის ღირებულება 19 671 177ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში დაიგება 14 კმ-იანი საავტომობილო გზა. სამუშაოების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0