ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უფასო WI-FI სისტემის პრეზენტაციას დაესწრნენ

02/05/2017

ქალაქ ამბროლაურში, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა, სახელმწიფო – რწმუნებული გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უფასო WI-FI სისტემის პრეზენტაციას დაესწრნენ.
უფასო WI-FI სისტემა ქალაქის სრულ ტერიტორიას დაფარავს და მის მომსახურებას შპს “მაგთიკომი” უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი სლოვაკეთის რაჭისა და საქართველოს რაჭის 50 წლიანი მეგობრობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობაში ინფორმაცილი დონის ამაღლებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0