ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ცნობილ მუსიკოსს ნიკოლოზ რაჭველს შეხვდნენ და რეგიონში კულტურის სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ქ. ამბროლაურში იგეგმება ამფითეატრის მშენებლობა, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება. ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის მშობლიურ სახლსაც ესტუმრნენ. მომავალში იგეგმება სახლის რეაბილიტაცია და მცირე კულტურული სივრცის მოწყობა, სადაც ცნობილი კომპოზიტორი ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებს გამართავს.

Visited 278 times, 1 visit(s) today