ამბროლაურში ანსამბლ ,,თარიკონის” ვარსკვლავი გაიხსნა

11/09/2022

ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ანსამბლ ,,თარიკონის” 30 წლის იუბილე აღინიშნა და ვარსკვლავი გაიხსნა. ქორეოგრაფიული ანსამბლი თარიკონი 1991 წელს, ომარ ტვილდიანის ხელმძღვანელობით დაარსდა და წლების მანძილზე არა ერთი წარმატება მოიპოვა. ომარ ტვილდიანის გარდაცვალების შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობა მისმა ვაჟმა რატი ტვილდიანმა განაგრძო. ანსამბლმა სამი თაობა გამოიცვალა და დღესაც წარმატებით მოღვაწეობს ქორეოგრაფიულ სივრცეში. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0