ამბროლაურში ახალი საწარმო გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება – საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი,“ რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
„პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.

Visited 203 times, 1 visit(s) today