ამბროლაურში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

27/12/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან – ზვიად მხეიძესთან ერთად, ქ. ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საფეხბურთო მოედნის დასრულების შემდეგ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებს. სპორტული მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. საფეხბურთო მოედნის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0