ამბროლაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ. ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
დაწყებულია მეორე რიგის სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 676 026 ლარს შეადგენს.
მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.
პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა. მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ფეხბურთის მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Visited 192 times, 1 visit(s) today