ამბროლაურში, რაჭული ლორის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს

29/04/2020

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ამბროლაურში, რაჭული ლორის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რაჭული ლორის წარმოების პროცესს, თამაზი ნატმელაძის საოჯახო საწარმოში გაეცნო და რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა. მცირე საოჯახო ტიპის საწარმოში ყოველწლიურად 4 ტონამდე ლორი მზადდება, ბუნებრივ პირობებში, მოთხოვნა მზარდია, როგორც თავად მეწარმე აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობის გამო რესტორნები აღარ ფუნქციონირებს თუმცა, რეალიზაციას შეუფერხებლად ახერხებს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ჩამოსული სტუმრებისგან არის. ჯერჯერობით ოჯახის წევრების გარდა, 3 ადამიანი ყავს დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0