ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი კეთდება

20/09/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ქ. ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საფეხბურთო მოედნის დასრულების შემდეგ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებს. მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. საფეხბურთო მოედნის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0