ამბროლაურში სამი საჯარო სკოლა ლაბორატორიით აღიჭურვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქველმოქმედო ფონდის “ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ დაფინანსებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ლიხეთის, სოფ.ნიკორწმინდის და სოფ.ბუგეულის საჯარო სკოლები ფიზიკის და ქიმიის ლაბორატორიებით აღიჭურვა. თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და ბავშვებში მოტივაციის ზრდას.
ლაბორატორიების გახსნის ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია “ფეა თრიიზ”-ის ხელმძღვანელთან მარიანა ბოლსთან ერთად დაესწრო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგნობრივი ლაბორატორიებით, ვინაიდან პედაგოგებს მისცემს კვლევითი კომპონენტის გაძლიერების შესაძლებლობას და სწავლების პროცესი ბავშვებისთვის მეტად საინტერესო გახდება. შეგახსენებთ, რომ ფონდი “ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი“ ფინანსირდება კომპანია LLC Fair Trees –ის მიერ, რომელიც კავკასიური სოჭის თესლს მოიპოვებს თლუღის ტყის სატყეო კვარტლებში.

Visited 117 times, 1 visit(s) today