ამბროლაურში საჯარო და კერძო სექტორებმა DCFTA-ს შესახებ იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მეწარმეებმა და საჯარო სექტორმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პროგრამის მენეჯერი დომინიკ პაპენჰაიმი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები. შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და პერსპექტივებს, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს, იმ პრობლემურ საკითხებს რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას… შეხვედრის მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს პრეზენტაცია.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ისაუბრა მხარის განვითარების პერსპექტივებზე. დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად…

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრა ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ – მხარდაჭერით ჩატარდა.

Visited 161 times, 1 visit(s) today