ამბროლაურში, სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

02/05/2019

ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედნის მშენებლობის მესამე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა-არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დაათვალიერეს. პროექტი მთავარი და დამხმარე მოედნების, ტრიბუნების, სპორტსმენებისთვის გასახდელების, საშხაპეების, განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს. სახელშეკრულებო ღირებულება 627 774 ლარს შეადგენს.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება. ახალი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას..

Tweet about this on TwitterShare on Facebook0