ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე. კონგრესმენებმა მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ვთანამშრომლობთ მრავალი მიმართულებით, გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ვფიქრობთ, კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, სულ ცოტა ხანში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, აშშ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც.

Visited 108 times, 1 visit(s) today