ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ საქართველოს საინვესტიციო ლიმიტი გააორმაგა

21/04/2017

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ საქართველოს საინვესტიციო ლიმიტი გააორმაგა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის ხელმძღვანელობას დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს.
OPIC-ი 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0