საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს, შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება – ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების განვითარება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული მეცნიერებების განხრით; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის გაძლიერება, ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი დაავადებების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება; აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.