სოფელ ჩითახევთან დასრულებული ხიდი გამგებელმა მოინახულა

04/05/2017

ბორჯომში სოფელ ჩითახევთან ახალი დაკიდული ხიდის მშენებლობა დასრულდა. ობიექტი დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა. გამგებლის განმარტებით, ხიდით სპორტის ექსტრემალური სახეობის ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ისარგებლებენ.
„წელს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამიტომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა უმნიშვნელოვანესია. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და იმედი გვაქვს, რომ ჯომარდობის ფედერაციასთან ერთად მუნიციპალიტეტიც თავის წვლილს შეიტანს ბორჯომის ხეობაში სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად პოპულარიზაციაში“- აღნიშნა გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე დასრულებულია ასევე გაბიონების მოწყობის სამუშაოებიც. მტკვრის სანაპიროზე ამჟამად ჩემპიონატის ჩატარებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწყობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0