ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ფილადელფიას ვიზიტით ეწვია

10/10/2017

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიას ვიზიტით ეწვია.
ელჩმა შეხვედრები გამართა სავაჭრო პალატაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო გააცნო. დავით ბაქრაძემ და აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, მონაწილეობა მიიღეს პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში.
საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ფილადელფიის საკონსულო კორპუსის ასოციაციის პრეზიდენტთან და შტატში საერთაშორისო ბიზნეს წრის გავლენიან წარმომადგენელ პიტერ ლონგსტრესთან. ელჩმა მოინახულა თანამედროვე სტანდარტების ინოვაციისა და ბიზნეს ინკუბატორი Pennovation Center.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია ქ. ფილადელფიის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და შეხვედრა გამართა ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს. ანსამბლი “მ ა მ უ ლ ი”-ს აღსაზრდელები დელეგაციის წევრებს ქართული ცეკვით შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0