ამერიკული კომპანია Bechtel საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის ვგეგმავთ სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას. ზაფხულში გამოვაცხადებთ ტენდერებს რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე. პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, რათა მივიღოთ ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.
Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის – ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel – მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.

Visited 192 times, 1 visit(s) today