ამ გადაწყვეტილების საფუძველი უნდა ვეძიოთ პირად ურთიერთობებში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების სამინისტროში ასეთი ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახალი მინისტრის შესახებ ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაგვაჩნდეს, – ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობიდან თამარ სანიკიძის გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ცისკარიშვილი განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნას პრემიერისა და ახალი მინისტრის პირად ურთიერთობებს უკავშირებს.

”პრემიერ-მინისტრის განცხადებაში უნდა ვეძიოთ ცვლილების მიზეზი. როდესაც ის ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ახასიათებს, როგორც ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეს, მსმენელს. ხოლო, საჯარო სივრცეში მმართველ პოზიციაზე მისი არსებობის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. ალბათ ამ გადაწყვეტილების საფუძველი უნდა ვეძიოთ პირად ურთიერთობებში, ახალ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის. უკეთესი იქნებოდა ამაზე უფრო ღიად ყოფილიყო ნათქვამი”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე მოსაზრებით, სამინისტროს ხელმძღვანელის ცვლილება, ალბათ გარკვეულწლიად საჭირო გახდა, მაშინ, როცა თსუ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე სამინისტრო ”პრაქტკულად ჩიხში შევიდა”.

ექსპერტის აზრით, როგორც ჩანს, სამინისტრო არ აღმოჩნდა იმ სიმაღლზე, რომელიც აუცილებელია დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემისთვის. რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში საუბარი იქნება მის ახალ მანდატზე, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სანიკიძე ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვდება.

”ბევრად უფრო მშვიდი სავარძელი იქნება ალბათ გათვალისწინებული ქალბატონო მინისტრისთვის. ასეთი სავარძლების დეფიციტის მიუხედავად, დიდი ალბათობით მას ვიხილავთ ახალ პარლამენტში”, -აღნიშნა ცისკარიშვილმა.

Visited 175 times, 1 visit(s) today