ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში 75 მანდატი აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში ამ დროისთვის 75 მანდატი აქვს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 76 წევრის შეყვანაა საჭირო. 75 მანდატიდან 61 პროპორციული სიით მოპოვებული მანდატებია, 14 კი მაჟორიტარული ოლქებიდან, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. საქართველოში სულ 30 მაჟორიტარული ოლქია. შესაბამისად, დანარჩენ 16 ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Visited 51 times, 1 visit(s) today