ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა

30/01/2018

ანაკლიაში “მომავლის ბანაკის” და იქვე მდებარე დასახლების მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 2 თებერვალს იწყება და 14 თებერვალს დასრულდება. შესყიდვაზე ტენდერი 1 374 502 ლარზეა გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პრობლემურ მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლში 100 000 კუბური მეტრი მდინარეული ბალასტის ჩაყრა უნდა მოახდინოს. ზღვამ “მომავლის ბანაკის” წინ მდებარე სანაპირო ზოლი და რამდენიმე მოსახლის ეზო დააზიანა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0